“პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი არ არის და არც გუშინ იმყოფებოდა. ნამდვილად მოხდა დაპირისპირება რამდენიმე მოქალაქეს შორის. საქმე არის აღძრული ხულიგნობის მუხლით, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით,”- განუცხადეს “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
შსს-ს ინფორმაციითვე, ინცინდენტი გუშინ, გვიან ღამით სოფელ დიუსში მოხდა და დაპირისპირებაში ახმეტის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად ზვიადაურის ძმის მონაწილეობა სიმართლეს არ შეესაბამება.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი მას შემდეგ შეიყვანეს, რაც იქ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება მოხდა, ხოლო ამ დაპირისპირებაში ახმეტის რაიონის მაჟორიტარის ზვიად ზვიადაურის ძმა მონაწილეობდა.





