ავთანდილ ქველაძე
ავთანდილ ქველაძე

შს სამინისტრომ 17 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა „გამოავლინეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ამხილეს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ავთანდილ ქველაძე.“ ის ამჟამად დაკავებულია.

 

შს სამინისტროს ცნობით, ქველიძემ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს თურქ ინვესტორს მარნეულის ცენტრში დაახლოებით 800 კვ. მიწის ნაკვეთის შეძენასა და მასზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობისთვის ნებართვის მოპოვებაში დახმარება აღუთქვა, რისთვისაც 50 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა. გამოძიების თანახმად, ავთანდილ ქველიძემ ინვესტორს ასევე აღუთქვა, რომ „სამსახურებრივ მფარველობას გაუწევდა და მისცემდა საშუალებას, კანონით სავალდებულო ნებართვის და პროექტის დამტკიცებამდე, მშენებლობა დაეწყო და შეუფერხებლად ეწარმოებინა.

 

“ შს სამინისტროს ცნობით, ქველიძემ თანხის ნახევარი – 25 ათასი აშშ დოლარი წინასწარ აიღო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ქველიძეს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ტახირ მამედოვმა, მარნეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, ანალიზისა და მონიტორინგის განყოფილების თანამშრომელმა, ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ  ავთანდილ ქველიძეს, რომელიც ადრე მარნეულის წყალმომარაგების სისტემაში მუშაობდა, 3 წელია იცნობს და მასზე „მაღალი წარმოდგენისაა“. “ის წყნარია და  იცნობს როგორც საპატიოსან ადამიანს“, -თქვა მან. იგივე განაცხადა განყოფილების კიდევ ერთმა თანამშრომელმა ზურაბ დევდარიანმა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრია. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *