ახალი ამბები

“ქართული პარტიის” პრესსამსახური ოქრუაშვილს ვერ უკავშირდება

17 აგვისტო, 2013 •
“ქართული პარტიის” პრესსამსახური ოქრუაშვილს ვერ უკავშირდება

ირაკლი ოქრუაშვილი
ირაკლი ოქრუაშვილი

“ნეტგაზეთმა” სწორედ მასთან სცადა ოქრუაშვილის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება.  საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესსნიუსმა”, ოქრუაშვილის მეგობრის ნაამბობზე დაყრდნობით, გაავრელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ოქრუაშვილმა საფრანგეთში, ნიცის აეროპორტში, ყოფილი დეპუტატი მერაბ სამადაშვილი სცემა ნაციონალურ მოძრაობაზე ანგარისწორების მიზნით”.  სააგენტოს ცნობით, ოქრუაშვილი მცირე ხნით დაკავებულიც იყო.

“ქართული პარტიის” პრესსამსახურის უფროსი ლია კამლაძე ამბობს, რომ პარტიის ლიდერის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ მხოლოდ სააგენტოებიდან იცის და ოქრუაშვილთან დაკავშირებას ამაოდ ცდილობს:

 

“ვცდილობ დავუკავშირდე იმავე გზით, როგორადაც ვუკავშირდებოდი, მაგრამ უშედეგოდ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი