ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა გახდა

16 აგვისტო, 2013 •
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა გახდა

ლადო პაპავა
ლადო პაპავა

რექტორობა სულ 14 კანდიდატს სურდა, მათგან ერთმა, მარინე ჩიტაშვილმა თავისი კანდიდატურა გუშინ მოხსნა, ისე, რომ მიზეზები არ განუმარტავს. 

 

ფარული კენჭისყრის არჩევანი აკადემიური საბჭოს 13 წევრს უნდა გაეკეთებინა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთი, ყოფილი რექტორი სანდრო კვიტაშვილი არჩევნებზე არ მივიდა.  

 

უნივერსიტეტში არჩევნების პარალელურად შენობის წინ 20-მდე სტუდენტის აქცია მიმდინარეობდა.  “არა პოლიტიზებულ აკადემიურ საბჭოს”, “თავისუფლება უნივერსიტეტს”, “არა პარტიულ გავლენებს”, “აკადემიური საბჭოს წევრებო, თქვენ ანაგარიშვალდებულნი და პასუხისმგელნი ხართ ჩვენი, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე”, – ეს იყო სტუდენტების ლოზუნგები.  არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მათ კმაყოფილება გამოხატეს გამარჯვებული კანდიდატის გამო და განაცხადეს, რომ ის ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც მხარს უჭერდნენ. 

საარჩევნო კომისიის 9 წევრიდან – 7 თსუ-ს თანამშრომელი იყო, ხოლო 2 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, „ახალი თობა-დემოკრატიული არჩევნები“) წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს  არასამთავრობო ორგანიზაციის   წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

 

 ლადო პაპავა იყო საქართველო ეკონომიკის მინისტრი 1994-2000 წლებში. მას აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მისი რეზიუმე სრულიად შეგიძლიათ იხილოთ აქ. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი