პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 15 აგვისტოს დაადო ვეტო უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, ნათია ბანძელაძემ განუცხადა.
საქართველოს პარლამენტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონი 74 ხმით 1-ის წინააღმდეგ 24 ივლისს დაამტკიცა.
ცვლილებების პროექტში ოპოზიციის მთავარ წინააღმდეგობა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესმა გამოიწვია. თავდაპირველად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პრემიერ-მინისტრი ნიშნავდა, რასაც კოალიციაში შემავალი დეპუტატების ნაწილმაც არ დაუჭირა მხარი, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმაც.
საბოლოოდ, ოპოზიციის და საპარლამენტო უმცირესობის პროტესტის შედეგად, ეს ვარიანტი შეიცვალა და პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით , უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში შედის ყველა ის პირი, ვინც უნივერსიტეტში აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობას ფლობს და აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ჯერჯერობით პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია დეტალური ინფორმაცია პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების მიზეზების შესახებ.








