“სამართალდამცველებმა ის თბილისში, ორთაჭალის ავტოსადგურში, ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკისას 132 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკული საშუალება საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით),”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *