მარგველაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, 14 აგვისტოს, ვარიანში სტუმრობის შემდეგ, კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ქალაქ გორში გაემგზავრა, სადაც” გორისა და სამთავისის ეპარქიის მეუფე ანდრიას შეხვდა და ნოდარ ხადურთან ერთად ღვისმშობლის შობის ტაძარი მოილოცა.”
მისი პრესსამსახურის ცნობითვე, 12 აგვისტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში წინასაარჩევნო კამპანიის პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა და კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ადრეფეოდალური ხანის ისტორიული ძეგლი – ორმოც მოწამეთა ეკლესია მოილოცეს.
