ახალი ამბებიკინო

ალექსანდრე კვატაშიძის “ჩეჩნეთის გზაჯვარედინმა” ლოკარნოში პრიზი მიიღო

14 აგვისტო, 2013 • 1785
ალექსანდრე კვატაშიძის “ჩეჩნეთის გზაჯვარედინმა” ლოკარნოში პრიზი მიიღო

ქართველმა ფოტოგრაფმა ალექსანდრე კვატაშიძემ ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთ მთავარ ინდუსტრიულ სექციაში “Open Doors”, დაჯილდოების ცერემონიაში გაიმარჯვა და 22,600 დოლარის ოდენობის პრიზი მიიღო.

ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტური ფილმი “ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” ომის 6 ფოტოგრაფის ისტორიას ასახავს. ფილმმა 12 500 დოლარი (Open Doors Production Award) და  8,000 დოლარი (Arte Open Doors Award) ფრანგული მაუწყებლისგან უკვე მიიღო.

1999 წელს კვატაშიძემ გადაკვეთა კავკასიონის ქედი და ჩავიდა ჩეჩნეთში, სადაც ომის გაშუქება და ფრანგი ფოტოგრაფი ქალის მოხიბვლა სურდა, რომელზეც შეყვარებული იყო, თქვა მან ლოკარნოში.

“ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” მოგვითხრობს 6 ფოტოგრაფის ისტორიას, რომელიც მან ჩეჩნეთში ნახა. ეს ისტორიები მოგვითხრობს ამ ფოტოგრაფების დასაბუთებას, თუ რატომ უნდოდათ ომის გაშუქება. ფილმი მათ ამბიციურ მიზნებთან, პროფესიულ წარმატებებთან ერთად გატაცებებს, მკვლელობასა და თვითმკვლელობას ასახავს. დოკუმენტური ფილმიშექმნილია საქართველოში, სტუდიაში “ლოკოკინა”.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 9-13 აგვისტოს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი