ახალი ამბები

ღარიბაშვილის, კბილაშვილის და ნაცვლიშვილის გადადგომის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართეს

14 აგვისტო, 2013 • 1508
ღარიბაშვილის, კბილაშვილის და ნაცვლიშვილის გადადგომის მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართეს

ზაზა ხატიაშვილი თავისი მოთხოვნის მიზეზად ასახელებს შს მინისტრის მიერ იმ პოლიციელების დაწინაურებას,

ზაზა ხატიაშვილი
ზაზა ხატიაშვილი

 რომლებმაც 2005 წლის 27 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში აწამეს  რევაზ დვალიშვილი, რომლის უფლებებსაც ხატიაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში იცავდა.

 

ზაზა ხატიაშვილმა ჟურნალისტებთან წარმოადგინა სტრასბურგის სასამართლოს მიერ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოტანილი გადაწყვეტილება საქმეზე “დვალიშვილი საქართველოს წინაააღმდეგ”.

 

გადაწვეტილების მიხედვით, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ ზაზა დვალიშვილის მიმართ დაირღვა კონვენციის მესამე მუხლი, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიციელებმა წყალტუბოს რაიონულ პოლიციაში 2005 წლის 28 დეკემბერს დვალიშვილი სასტიკად ცემეს. ის 1 თვის განმავლობაში მკურნალობდა ქუთაისის ერთ–ერთ საავადმყოფოში, ექსპერტმა კი განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო მას მიწაზე ერთხელ დაცემით ასეთი სიმძიმის ტრავმა მიეღო. იმ დროს დაკითხული პოლიციელები კი აცხადებდნენ, რომ დვალიშვილმა ტრავმა დაცემისას მიიღო და ის არ უცემიათ.

 

ეს პოლიციელები იყვნენ ზვიად აფციაური, რევაზ ქობულია, მალხაზ მჟავია, ბადრი ხაჭუა და გამომძიებელი მერაბ ქორიძე.

 

სტარსბურგის სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2012 წლის დეკემბერში გამოიტანა, რაც ხელისუფლებას არ გაუსაჩივრებია და 2013 წლის მაისში კომპენსაცია გადაუხადა რევაზ დვალიშვილს 12 ათასი ევროს ოდენობით.

 

ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა შსს–დან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რევაზ ქობულია, რომელიც, დაზარალებულის თქმით, მონაწილეობდა მის წამებაში, რაც დაადასტურა სტრასბურგის სასამართლომ, დაინიშნა წყალტუბოს  პოლიციის უფროსად. ხატიაშვილის თქმით, კიდევ ერთი პოლიციელი, მალხაზ მჟავია, რომელიც წამებაში მონაწილეობდა, წყალტუბოს რაიონული პოლიციის ერთ-ერთი ქვეგანყოფილების უფროსია.

 

ზაზა ხატიაშილი მთავარი პროკურორისა და მისი მოადგილის გადადგომის მიზეზად ასახელებს პროკურატურის მიერ წამებაში მონაწილე პოლიციელებისთვის ბრალის არწარდგენას, მიუხეავად იმისა, რომ ამ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და საჩივარი წამების საქმეზე თავად რევაზ დვალიშვილმა მთავარ პროკურატურაში 2013 წლის დასაწყისში შეიტანა. როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, პროკურატურას ადეკვატურად რომ ემოქმედა და პოლიციელებისთვის ბრალი წარედგინა, შს მინისტრი მათ დაწინაურებას ვერ შეძლებდა.

შს სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ამოწმებენ ინფორმაციას ხატიაშვილის მიერ დასახელებული პოლიციელების შესახებ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი