ახალი ამბები

აშშ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

13 იანვარი, 2018 •
აშშ აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან მუხთარლის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს, ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაათავისუფლოს. სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსაც მოუწოდებს, დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს მუხთარლის გატაცების საქმე:

“აშშ შეწუხებულია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ექვსწლიანი პატიმრობის გადაწყვეტილებით. ცნობების თანახმად, აფგან მუხთარლი 30 მაისს საქართველოდან მოიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანში დააპატიმრეს კონტრაბანდის ბრალდებით, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებად მიიჩნევა.

ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოში მიმდინარე გამოძიებაზე დაკვირვებას და ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, რომ ის სრულყოფილი, გამჭვირვალე და დროული უნდა იყოს”,- ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოდან გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ დღეს, 12 იანვარს 6 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.

მუხთარლისა დანაშაულებენ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, საზღვარზე 10 000 ევროს არადეკლარირებულად გადატანასა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. როგორც თავად ამბობს, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისიდან 29 მაისის საღამოს გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს საზღვარზე გადასცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი