საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დეპარტამენტის ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კილომეტრიდან, სოფელ სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კილომეტრამდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.