ახალი ამბები

უზბეკეთის მოქალაქეს ბრალი ტრეფიკინგის ოთხ ფაქტზე წარუდგინეს

14 აგვისტო, 2013 • 913
უზბეკეთის მოქალაქეს ბრალი ტრეფიკინგის ოთხ ფაქტზე წარუდგინეს

შსს-ს ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ სამართალდამცველებმა მას ბრალი 22 მაისს სოფელ ბეშუმთან მოკლული უზბეკეთის მოქალაქის, რაიხონ კ-ს მკვლელობის დაკვეთის ფაქტზეც   წაუყენეს.   სამინისტრო იუწყება, რომ  ნარგიზბეგიმ რახმანოვამ საქართველო 31 მაისს დატოვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარგიზბეგიმ რახმანოვა საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა.  მან 2012-2013 წლებში ბათუმში უზბეკეთის 5 მოქალაქე, მათ შორის მოკლული რაიხონ კ, პროსტიტუციაში მოტყუებით და იძულებით ჩააბა. უზბეკეთიდან ჩამოსულ ქალბატონებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას ართმევდა და  ბათუმის სასტუმროებსა და ღამის კლუბებში ამუშავებდა.

 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ტრეფიკინგის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით,  143-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

 

შსს-ს ცნობით, ნარგიზბეგიმ რახმანოვას მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით უზბეკ სამართალდამცველებთან აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი