ახალი ამბები

საპატრიარქოში შექმნილმა კომისიამ სამი სასულიერო პირი დასაჯა

13 აგვისტო, 2013 • 977
საპატრიარქოში შექმნილმა კომისიამ სამი სასულიერო პირი დასაჯა

“ეს არის შიდა საეკლესიო სასჯელი, რომელიც დაედო მღვდელთმსახურებს გარკვეული მოსაზრების გამო. მრევლი ხვდება და აანალიზებს მდგომარეობას და არანაირი დაყოფა იქ აღარ არსებობს. ყველა ერთად ილოცებს, ყველა ერთად ადიდებს უფალს,”- განუცხადა თეოდორე ჭუაძემ მე-9 არხს. 


როგორც 6 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მიტროპოლიტ მეუფე ვახტანგთან დაპირისპირებულმა მრევლის წარმომადგენლებმა – მიხეილ შველიძემ და კოტე ქათამაძემ განაცხადეს, ისინი სასულიერო პირს ეპარქიის ქონების გასხვისება–გაფლანგვასა და სხვა ქმედებებში ადანაშაულებენ. ქათამაძის და შველიძის მტკიცებით, ზესტაფონში მეუფე ვახტანგისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ საპროტესტოდ მრევლის დაახლოებით 70 პროცენტია განწყობილი. მარგვეთის ეპარქიაში მრევლმა მეუფის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართა და მთავარეპისკოპოსის რეზიდენციის კარი აჭედა. მათივე მაშინდელი განმარტებით, აღნიშნული საქმეების შესასწავლად მათ მიმართეს მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდს, ესაუბრენენ ქორეპისკოპოსებს, თეოდორეს და იაკობს, რომლებიც დაჰპირდნენ, რომ შეიქმნება საგანგებო კომისია, რომელიც მრევლის პრეტენზიებს შეისწავლის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი