ახალი ამბები

მიმინოშვილი: სამინისტრო ცდილობდა არ გაეხმაურებინა მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

13 აგვისტო, 2013 • 1118
მიმინოშვილი: სამინისტრო ცდილობდა არ გაეხმაურებინა მასწავლებელთა გამოცდების შედეგები

1. კიდევ ერთხელ მიწევს შევეხო წლევანდელ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებს. რეალობა, რომელიც წლებია გვაქვს, ბევრმა ფაქტორმა განაპირობა და ყველაზე ნაკლებად ამაში თავად პედაგოგები არიან დამნაშავე – მათ რეალურ (და არა მოჩვენებით) ხელშეწყობაზე ზრუნვა სახელწიფოს ვალდებულება იყო, რაც, სამწუხაროდ არ განხორციელდა და ყველაფერი მხოლოდ ფორმალური, საჩვენებელი, პოლიტიკური ქულებისათვის გამიზნული ღონისძიებებით შემოიფარგლა.

2. 2010 წლიდან დღემდე (ცხადია, გარდა 2012 წლის მონაცემებისა, რომელიც რეალურ სურათს ვერ ასახავს) სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო იყო – (მაგალითად 2011 წელს ფიზიკაში 94% ვერ გადალახა ზღვარი, წელს მხოლოდ 2%-ით მეტმა). 2010 წლიდან მოყოლებული, განათლების სამინისტრო ცდილობდა არ გაეხმაურებინა ეს მონაცემები და შესაძლებელია ესეც იყო მიზეზი, რომ საზოგადოების, მედიის ნაწილმა წელს პირველად შეიტყო რეალური სურათი….

3. ტრენინგები (სხვათაშორის წელს რაოდენობით თუ ხანგრძლივობით ყველაზე მეტი ტრენინგი ჩატარდა) მხოლოდ და მხოლოდ დამხმარე საშუალება და ეფექტურია ძირითად ღონისძიებებთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაშში შედეგს ვერ მივიღებთ (შეუძლებელია, საგანი ერთ ან თუნდაც ორკვირიან ტრენინგზე ასწავლო პედაგოგს). სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ განათლების სამინსიტრომ შეუზღუდა ფუნქცია ძალიან მნიშვნელოვან ორგანიზაციას – – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს და მათი საქმინობა გამოცდისათვის მოსამზადებელ ტრენინგ-ცენტრამდე დაიყვანა, მიხარია, რომ 2013 წელს მინისტრმა ამ ორგანიზაციას დაუბრუნა რეალური ფუნქცია და უკვე შესაძლებელი იქნება პედაგოგების გადამზადების, დახმარების რეალური პროგრამების შექმნა და განხორციელება. 

4. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო – საგამოცდო პროგრამები (შესაბამისად ტესტებში შესული საკითხები) მხოლოდ 2-3%-ით თუ სცდება სასწავლო გეგმას, ანუ პროგრამას, რომელიც მასწავლებელმა ბავშვს უნდა ისწავლოს და, ალბათ დამეთანხმებით, თავად ცოტა მეტი მაინც უნდა იცოდეს, თუმცა, რეალობა გავითვალისიწნეთ და ზღვარის გადალახვა პროგრამული საკითხების გარკვეული ნაწილის დაძლევითაა შესაძლებელი. 
5. მოდით დავსვათ კითხვა, უნდა იცოდეს თუ არა პედაგოგმა იმ პროგრამის დიდი ნაწილი მაინც, რომელიც ბავშვს უნდა ასწავლოს? მოდით ვკითხოთ საზოგადოებას, მშობლებს, თავად პედაგოგებს – ფიქრობენ თუ არა, რომ სერტიფიკატი უნდა მიიღოს მასწავლებელმა, რომელიც მე-6-7 კლასებისათვის განკუთვნილ დავალებას ვერ უმკლავდება? 

6. ვფიქრობ, ამაზე საუკეთესო პასუხი თავად პედაგოგიურ საზოგადოებას ექნება. საზოგადოებას, რომელსაც მხარდაჭერის ნაცვლად მუქარის და შეურაცყოფის ხანგრძლივი პერიოდის ატანა მოუხდა.

7. და ბოლოს… სასერტიფიკაციო გამოცდების შემოღებისთანავე ვცდილობდით ე.წ. პორტფოლიოების შექმნის აუცილებლობა გვეჩვენებინა. მოხარული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილმა, მინისტრად დანიშვნისთანავე გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით და ერთად შევიმუშავეთ პროექტი, რომელიც, სხვა სიახლეებთან ერთად უმნიშვნელოვანესი კომპონენტის – პედაგოგის მიერ ჩატარებული გაკვეთილების შეფასებას გულისხმობს. ამ მიმართლებით ინტენსიურად ვმუშაობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან უკვე რამდენიმე თქვეა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ვარ მსოფლიო ბანკს, ორგანიზაციას, რომელმაც გრანტის სახით გამოყო თანხა ამ მნიშვნელოვანი საქმისთვის. შემოდგომიდან ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებისათვის აქტიურ მუშაობას, რომ შეძლებისდაგვარად მალე ავინაზღაუროთ დაკარგული წლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი