ახალი ამბები

ფანჯიკიძემ ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა

13 აგვისტო, 2013 • 804
ფანჯიკიძემ ჩინეთის ელჩს მადლობა გადაუხადა

დღეს, 13 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ მიიღო საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჩენ ძიანფუ (Chen Jiafu), რომელმაც დაასრულა თავისი მოღვაწეობა საქართველოში ელჩის რანგში.

 

სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, შეხვედრის დროს მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჩინეთის ელჩს იმ წვლილისთვის, რომელმაც მან შეიტანა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების საქმეში და წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი