თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დროს, ე.წ. ყოფილი პოლიტპატიმრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები წინა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გამოტანას აპროტესტებენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ფრიდონ მერაბაშვილი, გინების გამო პატრულმა დააკავა. 

 

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულდება თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩანა ახალაიას საქმის არსებითი განხილვა. სასამართლოს ეზოში 10-მდე მოქალაქეა შეკრებილი პლაკატით  “ახალაია შენი ადგილი სანაგვეზეა”. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ახალაიას ადვოკატს. ინციდენტი მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა განმუხტეს.

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *