ახალი ამბები

ჭიათურაში ორი მაღაროელი დაიღუპა

13 აგვისტო, 2013 • 945
ჭიათურაში ორი მაღაროელი დაიღუპა

დოლაბერიძის თქმით, მისი ინფორაციით, მაღაროელები “ითხვისის” მაღაროს მეორადი დამუშავების დროს დაიღუპნენ.

 

“ეს მაღარო რამდენიმე ათეული წლის წინ დამუშავებული იყო. მოხდა მისი მეორედ გახსნა. ერთ-ერთ მონაკვეთში, როდესაც გაბურღეს და ააფეთქეს, აღმოჩნდა, რომ იყო ძალიან დიდი რაოდენობით წყალი დაგროვილი. სწორედ ამ წყალმა დაახრჩო ისინი,”- განუცხადა ნეტგაზეთს დოლაბერიძემ.

 

საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე პასუხისმგებლობას მაღაროს ადმინისტრაციას აკისრებს, რადგან მათ უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს არ მიმართეს. 

 

“სანამ დაიწყებენ მიწისქვეშა სამუშაოებს, გეოლოგების ჯგუფს უნდა ჰქონოდა შესწავლილი, რა ხდებოდა ამ მაღაროს გრუნტის შიგნით. ყოველ შემთხვევაში, იყო თუ არა იქ წყალი, ამის დადგენას მინიმალური სამუშაოების ჩატარება სჭირდებოდა. შესაბამისად, ადმინისტრაციის დაუდევრობის ბრალი იკვეთება,”- განაცხადა მან.


მიმდინარე წლის 15 ივლისს ჭიათურის მაღაროში საწარმოო შემთხვევის შედეგად 60 წლის შალვა დარბაიძე დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი