ახალი ამბები

მარიხუანას მოხმარების გამო არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან თანამშრომელი დაითხოვეს

13 აგვისტო, 2013 • 960
მარიხუანას მოხმარების გამო არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან თანამშრომელი დაითხოვეს

ოფიციალური ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის შესაბამისად დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარეს. შემოწმებისას დადგინდა, რომ მას მიღებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება – ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა).

 

როგორც სამინისტროში განმარტავენ, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების ფაქტი მან სამართალდამცავებისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაშიც დაადასტურა.

 

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული სამსახურებრივი შემოწმების შემდეგ, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ფორჩხიძის სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

 

“სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის I პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, ასევე, „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის უგულებელყოფა გახდა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი