“თბილისელებს მნიშვნელოვან ცვლილებებს ვთავაზობთ. პირველ რიგში, მინდა ვამცნო თბილისელებს, რომ პირველი სექტემბრიდან ყველა ბაღი იქნება თბილისში უფასო და მთლიანობაში ჩვენ 17 მილიონ ლარს წარვმართავთ ბაღების კეთილმოწყობისთვის.”
ცვლილებების თანახმად, დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის (ავტობუსების) პარკის განახლება, სახელოვნებო სკოლების კეთილმოწყობა და საჭირო ინვენტარით აღჭურვა, შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა.
როგორც უგულავა ამბობს, დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანაა დაგეგმილი. მისივე თქმით, მერია გეგმავს, რომ ეს ახალ ავტობუსები ინფრასტრუქტურულად შშმ პირებისთვისაც იყოს მოწყობილი.
“ასევე თბილისის მერია მზად არის, დევნილთა სამინისტროსთან ერთად, თანადაფინანსებით უზრუნველყოს კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა საცხოვრებლებში გაზის მრიცხველების დამონტაჟება, და ზოგადად ქალაქში სხვადასხვა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება.”
აღნიშნული ცვლილებებით, ბიუჯეტის მოცულობა 17 მლნ. ლარით გაიზრდება და 740 მლნ. ლარით განისაზღვრება.
თბილისის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, საკრებულოს ყველა ფრაქციასთან ითანამშრომლოს და თითოეული საკითხი მათთან ერთად დეტალურად გაიაროს.
