ოფიციალური ინფორმაციითვე, დაკავებულებმა 8 აგვისტოს, 08:25 საათზე „პრივატბანკის“ მარნეულის ფილიალზე შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს. თავდამსხმელებმა ბანკის მოლარეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით სალარო გააღებინეს, საიდანაც 110 000 ლარი, 80 000 დოლარი და 5000 ევრო გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმ დროს დააკავეს, როცა ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. გარდა ამისა, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი პირის მეგობრის სახლიდან ბანკიდან გატაცებული თანხის ნაწილი ამოიღეს. სხვა ბრალდებულები კი, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *