ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანათა ჯგუფშია

11 იანვარი, 2018 • 2151
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყანათა ჯგუფშია

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის ახალი რეკომენდაციებით, საქართველო  ყველაზე უსაფრთხო ქვეყნებს შორის მოხვდა. ახალი ანგარიში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიურმა ბიურომ ოფიციალურ ვებ.გვერდზე განათავსა.

ანგარიშში ქვეყნები ოთხ ჯგუფებად არის დაყოფილი:

  1. ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების ზომები დაცულია;
  2. ქვეყნები, სადაც საფრთხე გაზრდილია;
  3. ქვეყნები, სადაც გამგზავრების გეგმების გადახედვა სჯობს;
  4. ქვეყნები, სადაც გამგზავრება არ ღირს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყანათა სიაში მოხვდა, რომლებშიც უსაფრთხოების ზომები დაცულია, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, მოგზაურობისგან მსურველებმა თავი უნდა შეიკავონ, ვინაიდან ამ ტერიტორიებზე გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში აშშ-ის საელჩო  ვერ დაეხმარება თავის მოქალაქეებს.

საქართველოსთან ერთად , უსაფრთხოების თვალსაზრისით, პირველი ჯგუფის ქვეყნებში მოხვდნენ ალბანეთი, სომხეთი, ლატვია, ფინეთი, ავსტრია და ა.შ.

რაც შეეხება სხვა ჯგუფებს –  ქვეყნები, რომლებშიც საფრთხე გაზრდილია:

[checklist]

  • გერმანია;
  • გაერთიანებული სამეფო;
  • საფრანგეთი;
  • ბელგია;
  • დანია;
  • უკრაინა.[/checklist]

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ამ ქვეყნების უმეტესობაში , ბოლო დროის მონაცემებით, ტერორიზმის საფრთხეა გაზრდილი, ხოლო უკრაინაში გაზრდილია დანაშაულის დონე და საზოგადოებრივი არეულობა.

მესამე ჯგუფის ქვეყნებში, სადაც რეკომენდებულია მოგზაურობის გეგმების გადახედვა, მაღალი რისკების გამო მოხვდა რუსეთიც. დეპარტამენტის მიხედვით, ამის მიზეზი ტერორიზმის გაზრდილი მაჩვენებელი და რუსეთის სახელმწიფო ორგანოების მიერ ამერიკის მოქალაქეების “შევიწროების ფაქტებია”. რუსეთთან ერთად ამ ჯგუფში მოხვდნენ თურქეთი, ნიგერია, პაკისტანი და ვენესუელა.

იმ ქვეყანათა ჯგუფში, რომლებშიც აშშ-ის დეპარტამენტის მიხედვით, სიცოცხლისთვის სერიოზული რისკი არსებობს, მოხვდნენ ირანი, ერაყი, ავღანეთი , სომალი და ჩრდილოეთ კორეა.

აშშ-ის დიპლომატიური ბიურო თითოეულ ჯგუფს რამდენიმე მაჩვენებლით საზღვრავს, მათ შორის: დანაშაულის დონე, ტერორიზმის მაჩვენებელი, საზოგადოებრივი არეულობა, ჯანმრთელობა, ამინდი და ბუნებრივი კატაკლიზმების დონე და მიმდინარე პოლიტიკურ/სოციალური მოვლენები. გარდა ამისა, ბიუროსთვის ყურადსაღებია ისიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შეეძლება თუ არა ახლომდებარე საელჩოს მოქალაქისთვის დახმარების გაწევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი