ახალი ამბები

მარგველაშვილს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი აქვს

12 აგვისტო, 2013 • 1052
მარგველაშვილს ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის იმედი აქვს

“დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ აქ შევიყარეთ, ამ ისტორიულ მიწაზე, ნოქალაქევში. ამ სიმბოლოში, საიდანაც იწყება რეალურად საქართველო. როდესაც ასეთ მიწაზე დგახარ, ბუნებრივია, შეუძლებელია არ იგრძნო შენი ვალდებულება, ის, რომ შენც ბევრი გაქვს გასაკეთებელი შენი სამშობლოსათვის. ბუნებრივია, როდესაც შენ, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ძალა გასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად, ეს უაღრესაც დიდი ტვირთი და ვალდებულებაა. მე ვგრძნობ ამ ვალდებულებას და მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს და კოალიციას ასეთი დიდი ნდობის გამოცხადებისთვის.”


მარგველაშვილის თქმით, ის იბრძოლებს თითოეული ხმისთვის და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული სწორედ ის იქნება. 

 

“გპირდებით, რომ გავიმარჯვებ, იმიტომ, რომ მე მაქვს იმედი ქართველი ერის პოლიტიკური სიბრძნის,  და არა მარტო იმედი, მე მაქვს მაგალითი ამის, შარშან, ერთი წლის წინ, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ქართველი ერის საშუალებით და ქართველ ერთან ერთად მშვიდობიანად შეცვალა ხელისუფლება.”


მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ახალი ხელისუფლების მიერ 9 თვის განმავლობაში მიღწეულ გარდაქმნებზეც ისაუბრა- სოფლის მეურნეობის 500-ლარიან ვაუჩერებზე, მოსწავლეებისთვის უფასო სახელმძღვანელობზე, საყოველთაო დაზღვევაზე, მედიისა და ბიზნესის ზეწოლისგან გათავისუფლებაზე. 


“ეს ყველაფერი არის დასაწყისი ცვლილებებისა და რეფორმების.”

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი