ახალი ამბები

შსს დაკარგულ გოგონაზე განცხადებას ავრცელებს

12 აგვისტო, 2013 • 1006
შსს დაკარგულ გოგონაზე განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დაკარგულ გოგონასთან დაკავშირებით. 

დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ბათუმში მოქალაქეებმა შენიშნეს გოგონა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ახალშენში უგზო-უკვლოდ დაკარგულ დარეჯან დიასამიძეს მიამსგავსეს, ამასთან დაკავშირებით მიმართეს საპატრულო პოლიციას, რაზეც, მათი თქმით, ეკიპაჟმა რეაგირება არ მოახდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აჭარის საპატრულო პოლიციაში შეტყობინება არ შესულა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

გავრცელებულ პრესრელიზში შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიასაშუალებებს, არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და დაკარგული გოგონას ოჯახის წევრები და საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ.

 

იმ შემთხვევაში, თუ დაკარგულ გოგონასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას ფლობთ, გთხოვთ, დაკვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე – „112“ ან მიმართოთ პოლიციის ნებისმიერ განყოფილებას.

 

17 წლის დარეჯან დიასამიძეს მეექვსე დღეა ეძებენ.  ბათუმის სიახლოვეს, სოფელ ახალშენში მცხოვრები მე-12 კლასელი გოგონა, ოჯახის ცნობით, მამის ძმის სახლიდან 7 აგვისტოს, დილის ათ საათზე გავიდა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ოჯახმა პოლიციას დახმარებისთვის იმავე დღეს მიმართა. სამძებრო სამუშაოები დღემდე უშედეგოდ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი