ახალი ამბები

ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებები საგანგაშოა : ფიქრია ჩიხრაძე

8 იანვარი, 2018 • 1736
ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის შეფასებები საგანგაშოა : ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკას ეხმაურება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის შეფასებაში საგანგაშო პოლიტიკური გზავნილები იკითხება  :

ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენელთა შეფასებები პირდაპირ პოლიტიკურ გზავნილებს შეიცავდა, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არაფერი არ შეიცვლება, რომ სისტემაში, რომელმაც შექმნა კოლექტიური მურუსიძე, ცვლილებები არ იგეგმება, რომ სისტემაში, სადაც შენარჩუნებულია ადეიშვილის მიერ დამკვიდრებული მართვის სტილი, ცვლილებები არ იგეგმება. ეს არის საგანგაშო გზავნილები” – განაცხადა ჩიხრაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის ანა დოლიძის კანდიდატურა ბუნებრივი იყო.

“ამ ფონზე მათთვის ბუნებრივია ამ სისტემაში სწორედ მურუსიძე და პრეზიდენტ მარგველაშვილისთვის  ბუნებრივია ანა დოლიძის დანიშვნა, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც მთელი ამ სისტემის წინააღმდეგ იბრძოდნენ ბევრი წლის განმავლობაში, წინა ხელისუფლების პირობებშიც და დღესაც

ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ამ მიმართულებით გავჩერდეთ, არ გავჩერდებით მანამ, სანამ ჩვენ რეალურ შედეგს არ მივიღებთ ამ სისტემის გაჯანსაღების საქმეში”, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

  • 8 იანვარს გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად , მისი ყოფილი მდივანი, ანა დოლიძე წარადგინა.
  • გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომელმაც განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ თავისი თანამშრომლების დანიშვნა დამოუკიდებელ თანამდებობებზე ცუდი ტენდენციაა.
  • გარდა ამისა, დოლიძის დანიშვნა გააკრიტიკა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა. მისი თქმით, დოლიძესთან ერთად საბჭოში “პოლიტიკა შევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი