ახალი ამბები

სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჩანაწერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლში

10 აგვისტო, 2013 •
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ჩანაწერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლში

სასამართლომ განიხილა მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილის შესაბამისი სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო მუხლი წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებაში. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

 

საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილი შემდეგნაირადაა ფორმულირებული:

 

“სატრანსპორტო საშუალების მართვისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ,ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება  გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის (გარდა პირისა, რომელიც საქართველოს კანონებისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების თანახმად სარგებლობს იმუნიტეტით) დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.”

 

საბოლოოდ, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილის შემდეგი სიტყვები – „სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე პირის “.

მასალების გადაბეჭდვის წესი