სააგენტო “რია ნოვისტის” ცნობით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიიღო წერილობითი გარანტიები რუსეთის ხელისუფლებისგან, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებსა და სტუმრებს არ შეეხებათ არანაირი დისკრიმინაცია რაიმე ნიშნით, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის ნიადაგზე, თუმცა კომიტეტის პრეზიდენტის, ჟაკ როგგეს თქმით, იგი ელოდება დამატებით განმარტებებს კანონის ზოგიერთ მუხლზე.

 

“მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ აქ რაიმე გლობალური პრობელმაა, როგორც ცნობილია, ოლიმპიური ქარტია არის ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი, მიუხედავად მათი რასისა, რელიგიისა და სექსუალური კუთვნილებისა. ამის მიუხედევად, მანამ, სანამ რუსეთში მიღებული კანონის შესახებ რაიმე კომენტარს გავაკეთებდთ, უნდა მივიღოთ დამატებითი განმარტებები, რასაც ველოდებით,” – განაცხადა ჟაკ როგემ.

 

რუსეთში მიღებული კანონის გამო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში გაისმა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტისაკენ მოწოდებები.

 

ოთხშაბათს ბრიტანელმა მსხიობმა და მწერალმა სტივენ ფრაიმ ღია წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ დევიდ კემერონს და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომლითაც მათ მოუწოდა სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტოსკენ იმის გამო, რომ რუსეთში ლგბტ თემის უფლებები ილახება.

 

კემერონმა ტვიტერში თავისი მიკრობლოგით უპასუხა ფრაის: “ვიზიარებ თქვენს ღრმა შეშფოთებას რუსეთში ჰომოსექსუალთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ უკეთესია ვებრძოლოთ სტერეოტიპეპს ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობით, ვიდრე – მისი ბოიკოტირებით”, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *