ახალი ამბები

ოპრა უინფრი ამბობს, რომ რასიზმის მსხვერპლი გახდა შვეიცარიაში

10 აგვისტო, 2013 •
ოპრა უინფრი ამბობს, რომ რასიზმის მსხვერპლი გახდა შვეიცარიაში

უინფრიმ ამის თაობაზე სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა:

 

“შევედი მაღაზიაში და ვუთხარი ქალბატონს, “უკაცრავად, შეიძლება ის ჩანთა ვნახო?” და მან მიპასუხა – “არა, ის ძალიან ძვირია”. მეორეჯერ გავუმეორე და ისევ უარი მივიღე: “არა, თქვენ ამის ნახვა არ გჭირდებათ, თქვენ ეს, მეორე უნდა ნახოთ, რადგან ის ძალიან ძვირია და ვერ შეწვდებით”.

 

ოპრა უინფრი
ოპრა უინფრი

უინფრის თქმით, მან უკანასკნელად კიდევ გაუმეორა გამყიდველს, რომ ჩანთა ეჩვენებინა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “არ მინდა გული დაგწყდეთ”, რის შემდეგაც უინფრიმ მაღაზია დატოვა.

 

ოპრა უინფრიმ ეს ფრაგმენტები ვრცელ ინტერვიუში გაიხსენა, რომელიც რასიზმს ეხებოდა და იმას, თუ როგორ იტანჯებოდა ამის გამო.

 

უინფრის ასეთ განცხადებას იმ მაღაზიის მენეჯერი გამოეხმაურა შვეიცარიიდან, სადაც ოპრას ეს თავგადასავალი გადახდა. მან თქვა, რომ ეს სრული გაუგებრობა იყო, რადგან ამას არაფერი ჰქონდა საერთო რასიზმთან და ჩვეულებრივი დიალოგი იყო გამყიდველსა და კლიენტს შორის. მენეჯერის განცხადებით, ოპრამ ჩანთის მხოლოდ ჩვენება მოითხოვა, არ აპირებდა მის ყიდვას, გამყიდველს კი სურდა კლიენტისთვის ის პროდუქტი შეეთავაზებინა, რომლის ყიდვაც შეიძლება მას მოესურვებინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი