“ერთი და იგივე პრობლემები აქვთ, დგანან უფულოდ, ვერც წინ მიდიან და ვერც უკან, საკვების მარაგი გამოელიათ, ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო საუბარი. საელჩოა ჩარეული და მიდის ინტენსიური მუშაობა,”- განაცხადა დავით ღოღაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.
დავით ღოღაძის თქმით, ქართველმა მეზღვაურებმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკვების ამოწურვის შემდეგ მიმართეს, რის შემდეგაც მათ ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდათ. მისივე ინფორმაციით, ორივე გემი სლოვენიის დროშის ქვეშ ცურავდა და დამსაქმებელი კომპანია, რომელმაც ქართველი მეზღვაურები გემთმფლობელთან დააკავშირა, ასევე სლოვენიურია.
საგარეო საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სლოვენიაში საქართველოს საელჩოს საშუალებით საკითხის მოგვარენაში ინტენსიურადაა ჩართული.
“ისინი ჩივიან, რომ გემთმფლობელი კომპანია თანხას არ გვიხდისო. ამის გამო ვერც ახერხებენ გემის დატოვებას და ანაზღაურებაც უნდათ მიიღონ,”- განაცხადა თეა ბოლქვაძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თანამშრომელმა.
მისი თქმით, საქართველოს საელჩო სლოვენიაში მეზღავაურებთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და მათსა და დამქირავებელ კომპანიას შორის მედიატორის როლს ასრულებს.
