ადგილობრივი გამოცემის “ქიზიყი.გე”-ს ცნობით, დღეს ეკლესიის კარი სამღვდელო პირებს გატეხილი დახვდათ და ქურდმა ეკლესიაში დადგმული შესაწირი ყუთიდან თანხა გაიტაცა.
ტაძრის გაქურდვის ფაქტი “ნეტგაზეთს” ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც დაუდასტურეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში, წმ. სერაფიმე საროველის სახელობის ეკლესიაში ფარულად შეაღწია და შესაწირავის ყუთიდან ფული მოიპარა. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.





