ახალი ამბები

შსს-ს ვერსიით, ვაკის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაქურდა

9 აგვისტო, 2013 • 1538
შსს-ს ვერსიით, ვაკის რაიონის გამგეობა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელმა გაქურდა

შსს-ს ცნობით, მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ჯონი ჯ. მორიგეობის დასრულების შემდეგ გამგებლის მოადგილის – რამაზ ლომინაძის სამუშაო ოთახში შევიდა და ფარულად დაეუფლა მის პირად კომპიუტერს, ხოლო მისი თანაშემწის ოთახიდან „ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატი წაიღო. ამის შემდეგ ჯონი ჯ. დაუკავშირდა თავის მეგობრებს: დავით ს-ს და ვალერიან ც-ს და მათ მოპარული ნივთების ლომბარდში ჩაბარება სთხოვა. მოგვიანებით კი გაუმხილა, რომ კომპიუტერი და ფოტოაპარატი გამგეობის შენობიდან მოიპარა.

 

ვაკე-საბურთალოს გამგეობა გაძარცვეს, 2013 წლის 5 აგვისტო
ვაკე-საბურთალოს გამგეობა გაძარცვეს, 2013 წლის 5 აგვისტო

ჯონი ჯ.-ს მეგობრები- დავით ს. და ვალერიან ც. მოწმის სახით დაიკითხნენ. თავად მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს კი ამ დრომდე ეძებენ.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 177-ე მუხლის მე- 2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით).

 

შსს-ს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილისა და მისი თანაშემწის ოთახიდან მოპარული ნივთები: პერსონალური კომპიუტერი და ფოტოაპარატი ამოიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი