თსუ–ს რექტორობისთვის სულ 14 კანდიდატი იბრძვის: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე, დავით გოცირიძე, ილია თავხელიძე, ინესა მერაბიშვილი, მარინა მუსხელიშვილი, ვლადიმერ პაპავა, ირმა რატიანი, გიორგი ქავთარაძე, მარინე ჩიტაშვილი, მედეა ჩუხუა, მერაბ ცაგარელი, ნონა წოწერია, ნანა ხაჩიძე.

 

თსუ–ს რექტორის თანამდებობაზე კონკურსი 2013 წლის 12 ივნისს მას შემდეგ გამოცხადდა, რაც თანამდებობიდან გადადგა ვლადიმერ კვიტაშვილი. ის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დარჩა ახალი რექტორის არჩევამდე. ამას წინ უძღვოდა ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც რექტორის პოსტის დაკავების უფლება მხოლოდ დოქტორის ხარისხის მქონე პირს აქვს, რაც კვიტაშვილს არ ჰქონდა, თუმცა თანამდებობიდან კანონის ძალაში შესვლამდე გადადგა.

 

თსუ–ს რექტორობის ყველა კანდიდატმა გასაუბრების დანიშვნამდე აკადემიურ საბჭოს წარუდგინა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგია, რომელიც უნივერსიტეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი კონკურსანტთა რეზიუმეებთან ერთად. თსუ–ს რექტორის არჩევნები კანდიდატებთან გასაუბრების დასრულების შემდეგ, 16 აგვისტოს გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *