ახალი ამბებისამართალი

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ოთხი პირი დააკავეს

5 იანვარი, 2018 • 1966
საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისთვის ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით შრი-ლანკის 2 და ბანგლადეშის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაკავების ოპერაცია #2 სამმართველოს (ახალციხე) #3 სასაზღვრო სექტორის (ჭარალი) დასაცავ მონაკვეთზე ჩაატარეს.

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი