აბაშის მუნიციპალიტეტში მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ში სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობენ.