ორთაჭალაში, ბერძნის ქუჩაზე ,სროლის შედეგად ერთი პირი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
როგორც უწყება აცხადებს, შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა , რის შემდეგაც დაჭრილი პირი სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად ტერიტორიაზე საგამოძიებო სამუშაოები ტარდება, გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მომხდარის სხვა დეტალებზე საუბრისგან შინაგან საქმეთა სამინისტროში თავს იკავებენ.