ახალი ამბები

სააკაშვილის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლომ 11 იანვრამდე გადადო

3 იანვარი, 2018 • 1632
სააკაშვილის საქმის განხილვა კიევის სააპელაციო სასამართლომ 11 იანვრამდე გადადო

დღეს, 3 იანვარს, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძების საკითხის განხილვა 11 იანვრამდე გადაიდო. ამის შესახებ მოსამართლეთა კოლეგიამ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

მანამდე სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა, რა დროსაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისსა და კიევში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია და ყალბ ბრალდებებზეა დაფუძნებული. საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერი სასამართლო პროცესზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

დღესვე გაიმართება კიდევ ერთი პროცესი კიევის საერთო სასამართლოში, სადაც უკრაინის საემიგრაციო სამსახურის წინააღმდეგ სააკაშვილის მიერ შეტანილ სარჩელს განიხილავენ.

პარალელურად, ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო სანდრო გირგვლიანის საქმეში სააკაშვილის ბრალეულობას  განიხილავს. პროცესზე დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით წარდგა, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი