ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფგან მუხთარლის და და ორი დისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

31 დეკემბერი, 2017 •
აფგან მუხთარლის და და ორი დისშვილი გარდაცვლილები იპოვეს

აზერბაიჯანული გამოცემა apa.az-ის ცნობით, გამომძიებელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის და, ნურან საბირ მუხთარლი და აფგან მუხთარლის ორი არასრულწლოვანი დისშვილი აზერბაიჯანში საკუთარ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.

ოფიციალური ინფორმაციითვე, მათი გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია. ცხედრებს ექსპერტიზა უტარდებათ.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევის რეჟიმის დევნილია, 2017 წლის მაისამდე ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა, თუმცა, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისის საღამოს თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი