“ლტოლვილების დაბრუნების პრობლემა, ეს არ არის რუსეთის პრობლემა, ეს საქართველომ და სამხრეთ ოსეთმა უნდა მოაგვარონ. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ არსებობენ ლტოლვილები. ეს ნამდვილად დიდი პრობლემაა თქვენი ქვეყნისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც დაკარგა სახლი, მაგრამ მანამდე იყო სხვა პრობლემაც, სანამ დაიწყებოდა სამხედრო კონფლიქტი საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის. იყვნენ ადამიანები, რომლებიც ტოვებდნენ საკუთარ სახლს, ოსებს ვგულისხმობ. ამ პრობლემას ღრმა ისტორიული ფესვები აქვს. ჩვენ გვსურს, რომ ის მოგვარდეს, სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ პირდაპირი მოლაპარაკეკების წარმოება უნდა მოხდეს, სხვაგვარად შეუძლებელია, შეუძლებელია მუდამ დიდ ქვეყანაზე აპელირება. აშშ იქნება ეს თუ რუსეთის ფედერაცია. ამიტომ უნდა მოიკრიბოთ ვაჟკაცობა და პირდაპირ კონსულტაციები უნდა დაიწყოთ ლტოლვილების ბედზეც, ძალის გამოუყენებლობის რეჟიმზეც, რაზეც, სამწუხაროდ, ქართული მხარე უკან არ იხევს. ასევე, სხვა საკითხებზეც.”
რაც შეეხება საკითხს, რომ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, იმ მხარეს ეკისრება ლტოლვილთა საკითხის მოგვარება, ვისაც ეფექტური კონტროლი გააჩნია ტერიტორიაზე, ის ამბობს, რომ ეფექტურ კონტროლს ის ვერ აღიარებს იმის მიუხედავად, რომ სწორედ მან ხელი მოაწერა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების დოკუმენტს.
