მედვედევი ამბობს, რომ ეს იყო “გაუთლელი პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმართ მრავალი წლის განმავლობაში.”
“საქართველოს რომ გარკვეულ სიტუაციაში ისეთი პირობების შეეთავაზებინა, რომლებიც მისაღები იქნებოდა შესაბამისი ტერიტორიული ერთეულებისთვის, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ საბოლოოდ არ იყვნენ მოწყვეტილნი, მაშინ, შესაძლოა, ვითარება სხვაგვარი ყოფილიყო. მაშინ იქ არ იქნებოდა კოლექტიური ძალები, სამშვიდობო კონტინგენტი, ჩვენ არ მოგვიწევდა მხარეთა გაშველება. სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. პრობლემის ფესვები ხომ 1990- იან წლებშია. ჩვენ ეს მდგომარეობა მემკვიდრეობით მივიღეთ და ეს ჩვენ არ შეგვიქმნია. საჭირო იყო წარემართათ სწორი სახელმწიფო პოლიტიკა. ამიტომ იმის თქმა, რომ ამ პრობლემის შექმნა რუსეთის ფედერაციის ჩარევამ განაპირობა, დიდი უსამართლობა იქნება.”
რუსეთის პრემიერი რუსთავი 2 -ის შეკითხვებს გადაცემა “პოზიციაში” პასუხობს.





