ახალი ამბები

EUMM შეშფოთებულია ე.წ. საზღვარზე ღობეების მშენებლობის გავლენით ადგილობრივ თემზე

2 აგვისტო, 2013 • 1267
EUMM შეშფოთებულია ე.წ. საზღვარზე ღობეების მშენებლობის გავლენით ადგილობრივ თემზე

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) შეშფოთებას გამოთქვამს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიმდინარე ფიზიკური წინაღობების, მიწაყრილის და რკინის კონტრუქციების მშენებლობის გამო. ეს ზრდის ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვაზე გავლენას.

 

EUMM-მა ასევე დააფიქსირა, რომ გრძელდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებები, ასევე, უფრო გამკაცრებულია ე.წ. საზღვრის გადაკვეთის პროცედურები ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

“ეს მზარდი დაბრკოლებები ზეგავლენას ახდენს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და ყოფს ადგილობრივ თემს,” – განაცხადა მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჟერარდ ა. ფიშერმა – “მეტიც, ეს წინაღობები მნიშვნელოვნად ზღუდავს ხალხებს შორის ურთიერთობას, რაც არსებითი ნაწილია ხალხებს შორის ნდობის დამყარებისთვის”.

 

EUMM გააგრძელებს პატრულირებას აღნიშნულ ტერიტორიაზე იმისათვის, რომ აწარმოოს ზუსტი და ფაქტობრივი აღწერა ამ ფაქტების. მისია გააგრძელებს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას და გამოიყენებს ყველა კომუნიკაციის საშუალებას იმისათვის, რომ ყველა მხარე ჩაერთოს პრობლემების იდენტიფიცირებაში, ადგილზე მათი გადაწყვეტის პროცესში, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი