ახალი ამბები

27 და 28 დეკემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

26 დეკემბერი, 2017 • 2373
27 და 28 დეკემბერს რიკოთის გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, რიკოთის გვირაბში აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა გადართულია რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის (SCADA) განახლება. სწორედ ამის გამო აიკრძალება ორი დღით რიკოთის გვირებში მოძრაობა.

რიკოთის გზა. ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი