შსს-ს ცნობით, 2 აგვისტოს, გამთენიისას, ხელყუმბარით შეიარაღებული ახალგაზრდა მამაკაცი გლდანის მასივში მდებარე პირველი განყოფილების შენობაში შევიდა. მის მიერ ხელყუმბარის ამოქმედების შედეგად ფეხის არეში მსუბუქად დაიჭრა პოლიციის თანამშრომელი და დაზიანდა პოლიციის შენობა.

 

დაჭრილ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება საავადმყოფოში გაუწიეს. ამჟამად ის სამკურნალო დაწესებულებიდან უკვე გაწერილია.

 

შსს-ს ცნობით, დადგინდა, რომ ბრალდებული წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი და დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის მცდელობის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2- ნაწილებით).

გლდანის პოლიციაში აფეთქება
გლდანის პოლიციაში აფეთქება

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *