
რუსეთის ამ გადაწყვეტილებას თეთრი სახლი უკვე გამოეხმაურა:
“აშშ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის გადაწყვეტილების გამო, რომ მისცეს ედუარდ სნოუდენს დროებითი თავშესაფარი,” – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.
შეშფოთება გამოხატეს აშშ-ის კონგრესმენებმა და სენატორებმა. სენატორმა ჯონ მაკკეინმა სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა:
“პირველი, რაც უნდა გავაკეთით, არის ის, რომ მნიშვნელოვნად გავზარდოთ მაგნიტსკის სია… სწრაფად უნდა დავასრულოთ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსება ევროპაში და გადავიდეთ ნატოს გაფართოების შემდგომ ეტაპზე, რომელიც მოიცავს საქართველოს”, – ნათქვამია მაკკეინის განცხადებაში.
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის (CIA) და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის (NSA) ყოფილი თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი რამდენიმე მუხლის დარღვევისთვის იძებნება აშშ-ის მიერ, თუმცა იგი 38 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მოსკოვში, “შერემეტიევოს” სატრანზიტო ზონაში და ელოდა თავშესაფრის მიღებას რუსეთის მთავრობისგან.
სწორედ სნოუდენმა მიაწოდა მედიას ინფორმაცია აშშ-ის და ბრიტანეთის მთავრობის საიდუმლო ინტერნეტ ჯაშუშური ქმედებების შესახებ.
