მისივე თქმით, სხდომაზე, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ, საუბარი იყო ზუგდიდის ინციდენტზე ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დროს, ასევე მოისმინეს პოლიტიკური პარტიების პრეტენზიები სხვადასხვა წინასაარჩევნო საკითხზე. 

 

უწყებათაშორისმა კომისიამ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უშიშროების საბჭოს ფორმატში დღეს, სავარაუდოდ, ბოლო შეხვედრა გამართა. საქართველოს პარლამენტმა უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ამოქმედების შემდეგაც კომისია იუსტიციის სამინისტროს ეგიდით გააგრძელებს ფუნქციონირებას.

 

“სავარაუდოდ, მალე შევა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც უწყებათაშორისი კომისიის იუსტიციის სამინისტროში მუშაობას გულისხმობს,”- განაცხადა ჯანდიერმა. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *