გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა, ელიზაბეტ მეორემ, კათალიკოს პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მოულოცა. განცხადებას ავრცელებს ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.
“მოხარული ვარ, მის უწმინდესობას გულთბილად მოვულოცო მისი კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის მე-40 იუბილე. თბილად მახსენდება ჩვენი შეხვედრა თქვენი ვიზიტის დროს ლონდოში 2011 წელს. მიხარია, რომ ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის ღრმავდება. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. ” – ნათქვამია დედოფლის წერილში.
https://www.facebook.com/ukingeorgia/photos/a.689556611062443.1073741843.154873414530768/1945386382146120/?type=3&theater
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილეს სვეტიცხოველში აღნიშნავს. ილია მეორე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1977 წლიდანაა.