დვალი, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უმაღლესი განათლების პოლიტიკაზე სასაუბროდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას დღეს, 1 აგვისტოს შეხვდა.
შეხვედრა გია დვალთან, თემაზე “დასავლური აკადემიური და მეცნიერული ღირებულებების მნიშვნელობა კვლევის განვითარებისთვის” მდგრადი განვითარების საერთაშორისო ფონდის ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის ფარგლებში გაიმართა.
დვალი უნივერსიტეტების წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს საზოგადოებისა და ზოგადად ქვეყნის ინტელექტუალური განვითარებისთვის ევროპული სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლებისა და კვლევების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
“ფაქტია, რომ 21-ე საუკუნეში დასავლური სამეცნიერო და საგანმანათლებლო სისტემა არის ყველაზე წარმატებული. წარმატების მიზეზი არის სისტემა – ოპტიმალური მოწყობა მეცნიერული კვლევებისა და სწავლების. ზოგადად, კაცობრიობის პროგრესის განხილვა შეიძლება, როგორც ცოდნის მოპოვება და გადაცემა. ჩვენი, როგორც კაცობრიობის ამსახველი არის სწორედ ეს. უნივერსიტეტში ცოდნის გადამცემი არის პროფესურა, ცოდნის მომპოვებლები არიან მკვლევარები. ეს ფაქტიურად გულისხმობს იმას, რომ ეს ორი მცნება უნდა გაერთიანდეს. პროფესორი და ლექტორი, ამავე დროს, შეძლებლისდაგვარად უნდა იყოს წარმატებული მკვლევარი. ეს არის ოპტიმალური მოწყობა ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტების. რას ეფუძნება ეს წარმატება? ეფუძნება გარკვეულ პრინციპებს – აკადემიური თავისუფლება, მიუკერძოებლობა და ხარისხი, რომლის განმსაზღვრელიც არის პროფესურა. უნივერსიტეტებმა ოპტიმალურად ხარისხიანი პროფესურა უნდა მოიზოდონ და შეინარჩუნონ, რომ მათ სხვაგან წასვლა აღარ მოუნდეთ, თუმცა, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ან რემონტი არ უნდა ჩატარდეს, ან შესაბამისი აღჭურვილობა არ იყოს,” – ამბობს დვალი.
უნივესიტეტების წარმომდგენლების აზრით, რომელიც მათ დვალთან შეხვედრის დროს გამოთქვეს, აღნიშნული კონცეფციის იმპლემენტაცია საქართველოში რთული იქნება, ვინაიდან იმისთვის, რომ რეფორმა განხორციელდეს, კვალიფიციური კადრებია საჭირო, რისი დეფიციტიც, მათივე თქმით, ქვეყანაში არის.

