ახალი ამბები

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

24 დეკემბერი, 2017 •
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული

საქართველოს მასშტაბით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, ცენტრალური და ადგილობრივი შესაბამისი სამსახურები ადგილზე კოორდინირებულად მუშაოებენ, ასევე, ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლა აღდგეს.

[red_box]სად რა ტიპის შეზღუდვებია გზებზე[/red_box]

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჭაჯვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ასევე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ინტენსიური თოვამ პრობლემები შექმნა ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ნაქერალას უღელტეხილის მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოწოლის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კორშა-შატილის მონაკვეთზეც, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის გარკვეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უამინდობა საქართველოში შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან ზონაში თოვლი და ქარბუქი. 18 იანვრიდან ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის ტემპერატურა მოიმატებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი