ახალი ამბები

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი აირჩიეს

23 დეკემბერი, 2017 • 2036
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ დავით ასათიანი აირჩიეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში დავით ასათიანმა გაიმარჯვა.

მეორე ტურში მონაწილეობა იმ ორ კანდიდატს უნდა მიეღო, რომლებმაც ხმათა ყველაზე მეტი რაოდენობა დააგროვეს, თუმცა ლევან ჯანაშიმ, რომელიც არჩევნების პირველ ტუში მეორე ადგილზე გავიდა, შედეგები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.

ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებს, რომელიც 10 დეკემბერს თბილისში გაიმართა, არჩევნების გაყალბების შესახებ დაპირისპირები და ბრალდებები მოჰყვა. დამკვირვებლების შეფასებით კი, არჩევნების ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას.

მასალების გადაბეჭდვის წესი