საკრებულომ კუხიანიძის ადგილზე ქდმ-ს ყოფილი წარმომადგენელი გიორგი შავგულიძე დაამტკიცა,  ხოლო საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარედ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, აკაკი სიხარულიძე აირჩიეს. 

 

ფრაქცია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან გვაქვს. მისი თქმით, ამ ნაბიჯით უმრავლესობა ქალაქზე პასუხისმგებლობას სრულიად იღებს:

 

ქუთაისის საკრებულოს სხდომა
ქუთაისის საკრებულოს სხდომა

“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური მომენტი, როდესაც უმრავლესობამ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა და ის ორი კომისია, რომელიც დაკავებული ჰქონდათ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, ჩვენ მოვახდინეთ მათი გადარჩევა და დავნიშნეთ ახალი კანდიდატურები. მათ შორის ერთი არის ჩვენი ფრაქციის წარმომადგენელი. ამით ჩვენ ავიღეთ სრული პასუხისმგელობა, უმრავლესობას აქვს ხუთივე კომისია. მომავალ პერიოდში ჩვენ ვღებულობთ სრულ პასუხისმგებლობას ქალაქზე.”

 

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრი გია უკლება აცხადებს, რომ ქალაქის მერი თავის მოვალეობას ვერ ასრულებს:

 

“საქმე იმაშია, რომ ქუთაისის მერი და სამსახურები აღმოჩნდნენ უუნარონი. ისინი ვერ ართმევენ თავს ქალაქის მმართველობას. ქალაქში არ იკრიჭება გაზონები, გაუარესდა დასაუფთავების სამსახურის მუშაობა და სწორედ ამის გამო ჯავრს იყრიან საკრებულოში კომისიის თავმჯდომარეებზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი არიან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ერთი მხრივ, კარგია ეს, აწი თავის გამართლების არანაირი საშუალება ექნებათ. ეს არის სრული იმპოტენცია იმიტომ, რომ ქალაქის მერი ვერ ართმევს ვერანაირად თავს დაკისრებულ მოვალეობას.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *