დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია და სემეკის ყოფილი წევრი გოჩა შონია სემეკის წევრებად 6 წლის ვადით აირჩია.
დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო გოჩა შონიას კანდიდატურასაც- 83-მა დეპუტატმა.
დავით ნარმანია 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 14 აპრილამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, შემდეგ კი – 2017 წლამდე თბილისის მერის თანამდებობას იკავებდა.
გოჩა შონია 2011-2017 წლბში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო, 2017 წელს კი – ამავე კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი. პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იგი კვლავ კომისიის წევრად ბრუნდება.