“მეუღლე არის მთავარი გამცემი პირი ცნობის, ამიტომაც, თუ მეუღლე, როგორც მთავარი ცნობის გამცემი, დაინტერესებულია იურისტების და ექსპერტების ჩარევაში, ვერ დავუშლით. ასე რომ, შევხედოთ ამ საკითხს უფრო მსუბუქად და დაველაპარაკოთ მეუღლეებს,”- ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

 

დღეს, 30 ივლისს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან აქცია გაიმართა, სახელწოდებით “ვხურავთ ქალიშვილობის ინსტიტუტს.”

 

აქციაზე შეკრებილები ექსპერტიზის ბიუროს მიერ ქალიშვილობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას აპროტესტებდნენ. აქციის ორგანიზატორი “ფემინისტთა დამოუკიდებელი ჯგუფი იყო”, ისინი ბიუროსთან ტრანსპარანტებით მივიდნენ, რომლებზეც იყო წარწერები- “მე არ ვარ ნივთი”, “შეუწყდეს აკრედიტაცია ქალიშვილობის ინსტიტუტს”, “ჩემი სხეული ჩემი საქმეა”.

 

თავის მხრივ, განცხადება გაავრცელა ექსპერტიზის ბიურომაც, სადაც წერია, რომ ექსპერტიზის ბიურო არ აწარმოებს არანაირი „ქალიშვილობის დამადასტურებელი“ ცნობების გაცემას.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *